ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს წყლის რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ პროგრესზე, რომელიც გააჩნია საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ფარგლებში.

მათივე ცნობით, მინისტრმა უნგრელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია ამ გეგმების შესაბამისად უკვე მიმდინარე პროექტების შესახებ, რასაც პიტერ სიიარტომ მაღალი შეფასება მისცა.

„ვისაუბრეთ იმ დიდ მხარდაჭერაზეც, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებთან მიმართებებში გააჩნია საქართველოს უნგრეთის მთავრობისგან. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის შემდეგ.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების შესაძლო გაღრმავება რეგიონული განვითარების, დეცენტრალიზაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნეს, რომ ამის წინაპირობას ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის გამოყოფილი რეკორდულად მზარდი ბიუჯეტები ქმნის.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის სახით არსებული ფიზიკური კავშირი უკვე სახეზეა, რასაც აძლიერებს საქართველოს ენერგეტიკული კავშირის შესაძლებლობა შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტი. ეს კი, იქნება ევროპისა და კავკასიის ენერგოუსაფრთხოების საქმეში საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ისტორიული ნაწილის, კიდევ უფრო გაზრდილი წვლილი“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს