ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა - ჩვენ რომ არ დაგვეწყო კონკრეტული პროგრამა, 3 მილიონამდე ადამიანს 6 მლრდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ კონკრეტული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ჯამში, 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა.

„ახლა მე მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენ მიერ ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები. როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში.

ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ - თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს