ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური - სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები

როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, რადგან ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეზე დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, ქალთა დარღვეული უფლება ამ შემთხვევაში სპეკულანტურად არის გამოყენებული და თემას ყველა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანებზე ძალადობა. განსაკუთრებით, ქალბატონებზე ძალადობა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ყველა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და თუ გადავხედავთ ჩვენ პრაქტიკას, თუ როგორ ხდება დღეს ქალბატონების უფლებების დაცვა, მით უმეტეს, ძალადობის შემთხვევაში, ვნახავთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი გვაქვს განცდილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის ქალბატონებზე ძალადობის ფაქტებით მანიპულირება და გამოყენება - მე ახლა ამ შემთხვევის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ადამიანთან, ამ შემთხვევაში, ქალბატონთან დაკავშირებული საკითხის ჩვეულებრივად პოლიტიკური გამოყენება ხდება. როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, იმიტომ რომ ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეზე დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს