პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ბოლო დროს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გახშირებული ბრალდებები, საქართველოში ქალებთან მიმართებით ზოგად უთანსწორო მდგომარეობას უკავშირდება.
დოლიძე ასახელებს საკითხებს, სადაც, მისი თქმით, ქალები უთანასწორო მდგომარეობაში არიან.
„საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა 51% წარმოადგენენ ქალები. ჩვენს ხელისუფლებაში ქალებს ჩვენ ვერ ვხედავთ, ერთი ან ორი გამონაკლისის გარდა. ჩვენს პარლამენტში ქალები არიან უმცირესობაში. საქართველოს ეკონომიკაში, ყველა ლარზე ქალის ანაზღაურება არის 60 თეთრი. დეკრეტული შვებულება არის ის საკითხი, რომელიც საქართველოში საჯარო სამსახურის გარდა არ არსებობს, ეს პირდაპირ ეხება ქალებს. მარტოხელა დედების საკითხი, რომელსაც საქართველოში არავითარი მხარდაჭერა არ აქვს, პირდაპირ ეხება ქალებს. ასევე, ბაღების და სკოლების ხელმისაწვდომობა, ის ველურობა, რაც არის ჩვენთან. ეს ყველა საკითხი არის სტრუქტურული ძალადობის ნაწილი. ურთიერთ ლანძღვისა და ჭორაობის ნაცვლად, ჩვენ დღეს უნდა ვასრულებდეთ ევროკავშირის 12 პუნქტიდან ერთ-ერთს და ვიღებდეთ კანონმდებლობას თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, - განაცხადა ანა დოლიძემ „ტვ პირველთან“.
ანა დოლიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.