დეა მეტრეველი - როცა ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღებას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის აუცილებლობით „აპრავებდა“, საკუთარი სამინისტროებით ხომ არ დაეწყო ამ სტანდარტების დანერგვა?

როცა ხელისუფლება ქვეყნისთვის დამაქცეველი „რუსული კანონის“ მიღებას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის აუცილებლობით „აპრავებდა“ და თავად სიტყვა „გამჭვირვალობას“ სხვადასხვა ბრუნვაში დარაზმული ჩაგვჩიჩინებდა, საკუთარ სამინისტროებით ხომ არ დაეწყო ამ სტანდარტების დანერგვა? - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მაგალითად უწყებებით, რომლებიც სახელმწიფო სახსრებს, ხალხის ფულს განკარგავენ.

„ამ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროთი, რომელმაც მარტის ბოლოს 974 000 (მილიონამდე) ლარის ოდენობით ოთხი სხვადასხვა კონკურსი გამოაცხადა და განაცხადების მიღების ვადად 7 სამუშაო დღე განსაზღვრა.

ასეთი მასშტაბური კონკურსების გამოცხადების ფორმა და რიგი პირობები, ერთის მხრივ, შეურაცხმყოფელია და, ამავდროულად, შესაძლოა, შეიცავდეს ნეპოტიზმის ან კორუფციის ნიშნებს - წლის დასაწყისშივე სამინისტროს „ფეისბუქ“ გვერდზე გაუგებრად ატვირთული საკონკურსო დოკუმენტაცია და განაცხადების მიღებისთვის განსაზღვრული უაღრესად მცირე 7 სამუშაო დღე აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა, წინასწარ იყოს ცნობილი და, ამ ფორმალობით, სამინისტრო გამჭვირვალეობის და კონკურენტული გარემოს ილუზიას ქმნის.

ჩნდება განცდა, რომ კონკურსების გამოცხადების დრო და პირობები წინასწარ იქნებოდა ცნობილი გარკვეული ჯგუფისთვის, რომელსაც საკმარისი დრო ექნებოდა პირობების გაცნობისთვის, პროექტების იდეების, ბიუჯეტის და განხორციელების გეგმის დეტალურად გაწერისთვის, დამატებითი პარტნიორების და მხარდამჭერების მოზიდვისთვის, ხოლო პროცესების მიღმა შესაძლოა დარჩნენ ხელოვანები და ორგანიზაციები, რომლებიც სისტემასთან არ არიან დაახლოებულნი და, პროექტების წარდგენის სურვილის შემთხვევაში - 7 დღეში, წარმოუდგენელია/შეუძლებელია ვრცელი საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება, ხარისხიანი და სფეროს გამოწვევებზე მორგებული პროექტებისთვის.

კულტურის სფეროს ამ ფორმით მართვის ერთადერთი მიზანი სფეროს სრული კონტროლი, კონკურენტული გარემოს ჩამოშლა, ხელოვნური ბარიერების შექმნა და უპერსპექტივობის განცდის დანერგვაა“, - აცხადებს დეა მეტრეველი.

აღნიშნულ კომენტარს „ლელო“ ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დეა მეტრეველი - როცა ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღებას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის აუცილებლობით „აპრავებდა“, საკუთარი სამინისტროებით ხომ არ დაეწყო ამ სტანდარტების დანერგვა?

როცა ხელისუფლება ქვეყნისთვის დამაქცეველი „რუსული კანონის“ მიღებას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის აუცილებლობით „აპრავებდა“ და თავად სიტყვა „გამჭვირვალობას“ სხვადასხვა ბრუნვაში დარაზმული ჩაგვჩიჩინებდა, საკუთარ სამინისტროებით ხომ არ დაეწყო ამ სტანდარტების დანერგვა? - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მაგალითად უწყებებით, რომლებიც სახელმწიფო სახსრებს, ხალხის ფულს განკარგავენ.

„ამ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროთი, რომელმაც მარტის ბოლოს 974 000 (მილიონამდე) ლარის ოდენობით ოთხი სხვადასხვა კონკურსი გამოაცხადა და განაცხადების მიღების ვადად 7 სამუშაო დღე განსაზღვრა.

ასეთი მასშტაბური კონკურსების გამოცხადების ფორმა და რიგი პირობები, ერთის მხრივ, შეურაცხმყოფელია და, ამავდროულად, შესაძლოა, შეიცავდეს ნეპოტიზმის ან კორუფციის ნიშნებს - წლის დასაწყისშივე სამინისტროს „ფეისბუქ“ გვერდზე გაუგებრად ატვირთული საკონკურსო დოკუმენტაცია და განაცხადების მიღებისთვის განსაზღვრული უაღრესად მცირე 7 სამუშაო დღე აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა, წინასწარ იყოს ცნობილი და, ამ ფორმალობით, სამინისტრო გამჭვირვალეობის და კონკურენტული გარემოს ილუზიას ქმნის.

ჩნდება განცდა, რომ კონკურსების გამოცხადების დრო და პირობები წინასწარ იქნებოდა ცნობილი გარკვეული ჯგუფისთვის, რომელსაც საკმარისი დრო ექნებოდა პირობების გაცნობისთვის, პროექტების იდეების, ბიუჯეტის და განხორციელების გეგმის დეტალურად გაწერისთვის, დამატებითი პარტნიორების და მხარდამჭერების მოზიდვისთვის, ხოლო პროცესების მიღმა შესაძლოა დარჩნენ ხელოვანები და ორგანიზაციები, რომლებიც სისტემასთან არ არიან დაახლოებულნი და, პროექტების წარდგენის სურვილის შემთხვევაში - 7 დღეში, წარმოუდგენელია/შეუძლებელია ვრცელი საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადება, ხარისხიანი და სფეროს გამოწვევებზე მორგებული პროექტებისთვის.

კულტურის სფეროს ამ ფორმით მართვის ერთადერთი მიზანი სფეროს სრული კონტროლი, კონკურენტული გარემოს ჩამოშლა, ხელოვნური ბარიერების შექმნა და უპერსპექტივობის განცდის დანერგვაა“, - აცხადებს დეა მეტრეველი.

აღნიშნულ კომენტარს „ლელო“ ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია