მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს - დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზება, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას

დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზება, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარდგა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიგეგმა „სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ, რაც დღესაც გრძელდება და პრეზიდენტმა „როგორც ჩანს, მიზნად დაისახა, რომ ამ ნარატივს შეუწყოს ხელი“.

„2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ქართული ოცნება“ ჯერ ხელისუფლებაში არ იყო, დაიგეგმა სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ. ამ სპეცოპერაციის მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ 2018 წელს. შეიძლება ხელშეწყობაც იყო მისი მხრიდან, მაგრამ ეს ნარატივი იყო პრეზიდენტობის კანდიდატზეც და ეს გრძელდება დღესაც. სამწუხაროა, იმდენად, რამდენადაც თავად პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, ერთ-ერთ მიზნად დაისახა, რომ ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი მიზანი ეს გახლდათ. როდესაც უკრაინის სოლიდარობის მოგონილ არგამოხატვაზეა საუბარი, იმ ფონზე, როდესაც ბევრმა ქვეყანამ, რომის სტატუტის ქვეყნებმაც კი ვერ გაბედეს ჰააგის სასამართლოში წარსადგენად მხარი დაეჭირათ ნარატივისთვის, რომ რუსეთი უნდა წარდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე, ამ დროს საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინას, პარალელურად ქუჩაში აქციები ვნახეთ, ვნახეთ ელჩის გაწვევის პრეცედენტი. მთავარი კითხვა- ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, რომ გვეძახა „ამ წვას, გვირჩევნია ბომბების ცვენაო“, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, რისკების დაზღვევა როგორ შეიძლება, ამას ალბათ გვეტყვით, გვასწავლით, როგორც წეღან გვასწავლიდით. ომისგან დაზღვევა როგორ შეიძლებოდა? რისკის ქვეშ პარტია ან რომელიმე პოლიტიკოსი ხომ არ იდგა? ქვეყანა ხომ იდგა რისკის ქვეშ? ამ რისკების გამორიცხვა როგორ უნდა მოგვეხერხებინა, თუ ამ ყველაფერს გავაკეთებდით? ვთქვათ, არ დავიჯეროთ არცერთი სიტყვა, რომ კულისებში რაღაც ხდება და დავუშვათ, რომ კულისებში არაფერი ხდება, არავინ არავის არაფერს სთხოვს და ვიცით მხოლოდ ის, რაც ხელის გულზეა - ამ ყველაფერს რომ შევყოლოდით, ომის გამორიცხვა როგორ მოხდებოდა? კონსპირაციაზე საუბრისას ერთი კითხვაც მაქვს -2008 წელთან დაკავშირებით დღესაც იგივე პოზიცია გაქვთ? 2018 წელს ბრძანებდით, რომ სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა და მან დაიწყო ომი, აქაც თუ შეგიძლიათ კონსპირაციის კონტექსტში რამე გვითხრათ? თუ დამთხვევებზე ვსაუბრობთ, მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც 7 აგვისტო ეწერა თარიღად, წერია ომის დანაშაულის დაშვება და ის რომ სამხედრო მოქმედებები ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს, აქ რა კონსპირაციას ჰქონდა ადგილი? როდესაც ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ მიზანი პოლარიზებაა. დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზება - სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას“,- განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს