გიორგი ბოტკოველი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ლაზარეს, ახალგაზრდების და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ლაზარეს თავისუფლებისთვის, ახალგაზრდების თავისუფლებისთვის და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რეგიონული ორგანიზაციის მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისთვის პატიმრობის შეფარდებას.

ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება ცდილობს იმ ახალგაზრდების დაშინებას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებს იცავენ.

„ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ დააშინოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის ინტერესებს რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებს რუსული ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ემსახურება რუსულ საქმეს. ამით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა საქართველოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდების თავისუფლებისთვის და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ბოტკოველი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ლაზარეს, ახალგაზრდების და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ლაზარეს თავისუფლებისთვის, ახალგაზრდების თავისუფლებისთვის და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რეგიონული ორგანიზაციის მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისთვის პატიმრობის შეფარდებას.

ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება ცდილობს იმ ახალგაზრდების დაშინებას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებს იცავენ.

„ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ დააშინოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის ინტერესებს რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებს რუსული ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ემსახურება რუსულ საქმეს. ამით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა საქართველოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდების თავისუფლებისთვის და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია