შალვა პაპუაშვილი - პატიმრის მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას დეპუტატზე შეუძლია - მეორე მხრივ, მე ვხედავ ამ საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.

ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზიას, თუ რატომ არ მისცა პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროში მონახულების უფლება.

„რაც შეეხება თქვენს მომართვას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ თქვენ {ანა წითლიძეს} და ანა ნაცვლიშვილს, რომ ეს არ არის დეპუტატის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. არანაირი პარლამენტის წევრის უფლება არ არსებობს, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დისკრეციაც არის, ამ უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენს თუ რა პარლამენტის წევრზე. სხვა დროსაც მითქვამს, სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული.

ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით. ყველაფერი საჯაროა, არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება მონახულების ან ა.შ. მეორე მხრივ, მე ვხედავ საფრთხეს ამ საკითხის პოლიტიზირების და თქვენს გამოსვლასაც სწორედ ეს შინაარსი დასდევს თან. აქ გინდათ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ და ეს არის სწორედ საფრთხე, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის. რაც შეეხება თავად საკითხს, ბრალდება წარდგენილია და ამის მიხედვით იმსჯელებს სასამართლო. თქვენ ამართლებთ, რომ თუკი ამის საჭიროება არის, შეიძლება ადამიანს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდო, ეს არის თქვენი დამოკიდებულება?“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოს. სწორედ ამ უფლებით სარგებლობასა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მონახულებას ანა ნაცვლიშვილი და ანა წითლიძე გეგმავდნენ, თუმცა საპატიმრო დაწესებულებაში შესვლაზე მათ პარლამენტის თავმჯდომარისგან თანხმობა ვერ მიიღეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს