რამე ხომ არ გეშლებათ ერთი თქვენ შემთხვევით? კარგად დაფიქრდით, სანამ სიტყვები გაგექცევათ! - ასე მიმართა ოპოზიციას „ქართული ოცნების“, წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლები „პოლიტიკურ ტურებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათ საზოგადოების პროტესტის დროს „რევოლუციური სუნი იგრძნეს“.
„როგორც ჩანს, ვიღაცებმა ჩემგან ხელმარცხნივ [ოპოზიციის ფლანგი სხდომათა დარბაზში], ამ პოლიტიკურმა ტურებმა, აქამდე რომ პოლიტიკურ სვავებს ვხედავდით, ეს ადამიანები რომ დაინახეს და რაღაც რევოლუციური ერთგვარი სუნი იგრძნეს, აჟიტირებულები დარბიან, ეს პოლიტიკურ მართლაც ტურები! რამე ხომ არ გეშლებათ ერთი თქვენ შემთხვევით? კარგად დაფიქრდით, სანამ ეს სიტყვები გაგექცევათ! - განაცხადა ღუდუშაურმა.
მან ოპოზიციას „კლასტერის“ გაკეთებისკენ მოუწოდა.
„აქ, ბევრი არ არის ვისაც ჩემი ეს გამოსვლა ეხება. თქვენ პარტიულ სხვადასხვა ტელევიზიებში რომ დადიხართ და იქ, რაღაცებს კნავით კარგად დაფიქრდით და უფრო მეტად დაფიქრდით, ვიდრე ოდესმე დაფიქრებულხართ. რევოლუციები და რაღაცები რომ გესიზმრებათ, ვის რას უხდით მადლობას თქვით ერთი და გაემიჯნეთ, აბა! კლასტერი გააკეთეთ. უმეტესი ნაწილი, თქვენ ხართ ბოროტები“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, საქართველო ნამდვილად გახდება ევროპული დიდი ოჯახის წევრი.
„პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და სასიკვდილოდ გამეტება, ქუჩაში პოლიციის მანქანით დაწვა, რომელიმე ადექით... სხვადასხვა ტელეეთერებით კი ვიხილეთ, რომ რაღაც წარმოუდგენელი სიგიჟეა როგორ ცდილობთ ამის „გაპრავებას“. აი, ის მანჯგალაძე რაღაცებს საუბრობდა, მისგან მიჩვეული ვართ დემაგოგიას და ბოდიალს, მაგრამ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ თურმე „მოლოტოვი“ კი არ უსვრია, პირიქით აკეთებდა, მანქანამ თავისი თავი დაიწვა. თქვენ პარტიული ტელევიზიაში ერთ-ერთი სიუჟეტი გადიოდა მაგალითად, როგორ წაიქცა თავისით ჯებირი. აი, ასეთ სიცრუეში ცხოვრობთ. დიახ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ევროპული დიდი ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. კირკიტაძე საუბრობდა რაღაც ისტორიაზე. ალბათ, უნდა ამოიღოთ ის 9 წელი თორემ, რა სიამაყით უნდა საუბრობდეთ ისტორიაზე, იმ ყავარჯნიანი კაცით მიგყავდათ ევროპაში ჩვენი ქვეყანა, როგორ დალეწეთ ქართველი ხალხი, მშვიდობიანი მანიფესტანტები იმ გამზირზე და მერე ქართველი ხალხის შიშით მორწყულ გამზირზე, როგორ დადიოდით გვახსოვს, მერე გვამები რომ შემოალაგეთ. ამ ისტორიაზე საუბრობთ და ამაყობთ? ახლა, კარგად ჩამოყალიბდით, სად ხართ.
ქალბატონი პრეზიდენტი რომ გამოვიდა და კითხულობდა, ვინ, სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ, ჩვენ ვართ ჩვენ ქვეყანასთან და ამ ჩვენი სიამაყით, მართლაც ღირსებით შევალთ იმ დიდ ოჯახში, რისთვისაც ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აი, იმ ზოგიერთმა მართლაც „ფარჩაკმა“ საკუთარ თავში ჩაიხედოს. რომელ ევროპაში მიგყავთ [ქვეყანა] ქუჩაში ავტომანქანების დაწვით და ჩვენი პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ და ცეცხლის მოკიდებით?“ - განაცხადა ღუდუშაურმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"