თეონა აქუბარდია - შტურმი, რომელიც ხელისუფლებამ ლაზარეს წინააღმდეგ ააგორა, მაფიქრებინებს, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

რას ეუბნებიან იმ მოქალაქეს, რომელმაც მხედველობა დაკარგა მარტის აქციაზე?! რატომ არ არის ამაზე გამოძიება დაწყებული?! - მთელი ეს შტურმი, რომელიც ხელისუფლებამ ლაზარეს წინააღმდეგ ააგორა, მაფიქრებინებს, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამოაცხადეს დამნაშავედ.

"რას ეუბნებიან იმ მოქალაქეს, რომელმაც მხედველობა დაკარგა ამ აქციაზე?! რატომ არ არის ამაზე გამოძიება დაწყებული, რატომ არ არის საუბარი მკურნალობაზე, კომპენსაციაზე და რატომ არის ამხელა ამბავი ბრალდებულზე, რომელზეც სასამართლოს არ დაუდასტურებია, რომ დამნაშავეა?!

კადრებში, რომელიც შსს- მ გაასაჯაროვა, სახე ხომ არ ჩანს?! მთელი ეს შტურმი, მთელი ეს შავი პიარი, რომელიც ხელისუფლებამ ამ ერთი ახალგაზრდის წინააღმდეგ ააგორა, კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ეს არის დამნაშავის ძიების პროცესი, როცა ფიქრობენ, რომ იოლი იქნება მთელი იმ პროტესტის დისკრედიტაცია.

ჩვენ რასაც ვისმენთ ლაზარესთან მიმართებით დაკავების დღიდან, იქნება ეს კობახიძე თუ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე... ძალიან მარტივია, ვიდრე სასამართლო არ დაადგენს, აი ეს ჩვენი ბეჩავი სასამართლო, არავის აქვს უფლება მით უფრო კანონმდებელს, თქვას, რომ დამნაშავეა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის წინასწარ გამოცხადებულია დამნაშავედ და ხდება მისი პიროვნების ბინძური გაშავება, მისი ოჯახის და ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სხვა არაფერთან გვაქვს საქმე, თუ არა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობასთან", - განაცხადა აქუბარდიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?