ყოფილი მოსამართლე 4 მოსამართლის დასანქცირებაზე - მოქმედ მოსამართლეებს პირდაპირ მოუწოდებენ, გამოიჩინონ გამბედაობა და „კლანის“ გავლენისგან გათავისუფლდნენ

ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესების გადაწყვეტილებას თუ არ მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები, მართლმსაჯულების გაჯანსაღების მიმართულებით, დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან” ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ისევ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არ ტოვებს პრობლემებთან მარტო.

„ჩემი აზრით, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმ ემოციურმა ფონმა, რაც ახალგაზრდების პროტესტით შეიქმნა. ამ გადაწყვეტილებას თუ არ მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები, მართლმსაჯულების გაჯანსაღების მიმართულებით, დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, რადგან არც ერთი ნორმალური ინვესტორი არ შემოიტანს ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღიარებული “კლანი” მოქმედებს სასამართლოში და შესაბამისად, სადაც სამართლის პოვნა უჭირს ხალხს.

მოქმედ მოსამართლეებს პირდაპირ მოუწოდებენ, გამოიჩინონ გამბედაობა და გათავისუფლდნენ “კლანის” გავლენისგან.

ვალერი ცერცვაძე არ არის მოქმედი მოსამართლე. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოდან წასვლა არ იქნება ინდულგენცია და ყველას მოეკითხება ვინც უკანონობას ჩაიდენს. ასე რომ, ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ ამ გადაწყვეტილებაზე. არაფერი მუდმივი არ არის და ყველა საბოლოოდ აგებს პასუხს საკუთარი ქმედებისთვის.”. განაცხადა ანა ღელეყვამ.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა