ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილი საკუთარი საჯარო განცხადებებით თავადვე ქმნის მტკიცებულებას, რომ ის ოლიგარქია

„ქართული ოცნების" დეპუტატის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, დავით კეზერაშვილი საკუთარი საჯარო განცხადებებით თავადვე ქმნის მტკიცებულებას, რომ ის ოლიგარქია.

მისი თქმით, შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, პირის ოლიგარქად ცნობა მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდება.

„ეს ადამიანი (დავით კეზერაშვილი) პირდაპირ ოლიგარქია. ჩვენ ყველა ეს მასალა გაანალიზებული გვაქვს. როდესაც პარლამენტში კომიტეტის სხდომა გაიმართება და ოპოზიცია მობრძანდება, იქ ვიმსჯელებთ კონკრეტულ საკითხებსა და მტკიცებულებებზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ოლიგარქი.

ბიძინა ივანიშვილი ამ ობიექტური კრიტერიუმებით რომ ვერ აკმაყოფილებს იმას, რაც მათ სურთ, რომ ივანიშვილი იქნას ოლიგარქად მიჩნეული, ეს ხელის გულზე დევს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025