გრიგოლ გეგელია - საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ენტონი ბლინკენისადმი წარმოადგენს საქართველოს საგარეო კურსის საბოტაჟს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს

საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ენტონი ბლინკენისადმი წარმოადგენს საქართველოს საგარეო კურსის საბოტაჟს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით,საქართველოს ჰყავს კაპიტულანტი ხელისუფლება, რომელიც უკვე ღიად საუბრობს აშშ-საქართველოს ურთიერთობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, მურუსიძისა და ჩინჩალაძის დაცვის ხათრით.

„პირველად საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში, ქართველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მუქარისა და შანტაჟის ენით წარმოთქმულ განცხადებაში ღიად დააფიქსირა, რომ იგი განიხილავს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს უმთავრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო პარტნიორთან, აშშ-სთან. ეს არის წარმოუდგენელი თავდასხმა საქართველოს ისტორიასა და ეროვნულ ინტერესზე.

დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც კორუმპირებულ სასამართლო „კლანს“ ამჯობინებს ქართველი ერის უმრავლესობის გეოპოლიტიკურ არჩევანს. დღეს ამ ქვეყანას ჰყავს ლავროვის რჩეული კაპიტულანტი ხელისუფლება, რომელიც უკვე ღიად საუბრობს აშშ-საქართველოს ურთიერთობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, მურუსიძისა და ჩინჩალაძის დაცვის ხათრით. ასეთია აგონიაში მყოფი მომაკვდავი პოლიტიკური რეჟიმის ბოლო სამარცხვინო კადრები.

ამ სამარცხვინო განცხადებით „ქართული ოცნების" მიერ წარმოებულმა ანტი-დასავლურმა რიტორიკამ და მოქმედებებმა დღეს უკვე ფორმალური სახე შეიძინა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.

როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი