ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ დაკავებას არ ელოდება

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ის დაკავებას არ ელოდება. ამასთან, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლე აცხადებს, მას ვერავინ დაუმტკიცებს, რომ კორუმპირებულია.

„გინდათ, 100 წელი ჰქონდეს ხანდაზმულობის ვადა, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ კორუმპირებული ვარ“, - განაცხადა მურუსიძემ და დასძინა, რომ სანქციები უსაფუძვლოა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ სასამართლოში კლანი შექმნა, მოსამართლე პასუხობს, რომ „სასამართლოში კლანი არ არის“.

„მე მაქვს არგუმენტი - ტყუილი არის, რომ სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესში იყო. სასამართლო იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიაჩნდათ მოსამართლეებს, რომ იყო სწორი და კანონიერი. ამის ნათელი მაგალითია „რუსთავი2“-ის საქმე, სადაც დადგინდა, რომ საქართველოს სასამართლომ აღნიშნული საქმე წესიერად, პატიოსნად და კანონის სრული დაცვით განიხილა“, - განაცხადა მურუსიძემ.

მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ არსებულ მტკიცებულებებზე თავის დროზე ისაუბრებს.

„მინდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მივმართო, როგორც საქართველოს მოქალაქემ. მერწმუნეთ, ძალიან მშვიდად ვარ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან მიმართებაში ასეთი სანქცია განხორციელდა, ვიაზრებ, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და იმ ოჯახიდან გამომდინარე, რომელშიც ვიზრდებოდი და ზოგადად, ქართველი ვარ, უნდა შევხვდე ყველა განსაცდელს მშვიდად, ღირსეულად...

მე ვსაუბრობდი მტკიცებულებებზე, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ხდებოდა, კონკრეტულად მითითება იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა ყოფილიყო საბჭოს წევრი. თავის დროზე, ყველაფერს გეტყვით, არ ვიმუქრები...

რაც შეეხება ქვეყნის რეპუტაციას, მე როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასანქცირებულია, მაგრამ ქვეყნის მომავალზე მაინც შესტკივა გული, მინდა ვთქვა - ჩვენ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 წელია გვაქვს, ამ 30 წლის განმავლობაში, საქართველომ დაკარგა ორი ტერიტორია, მაპ-ზე აღარ მაქვს ლაპარაკი. სტრატეგიული პარტნიორია, როცა საქართველო მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ დგას, მათ შორის, სასამართლოში, სტრატეგიული პარტნიორობა რაღაცაში ხომ უნდა გამოიხატოს. საქართველო უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში გაცილებით უფრო დაზიანდება თუ დაკარგავს სუვერენიტეტს და სასამართლო სისტემას გადააბარებს თუნდაც, ჩვენს მოკავშირეს... რუსეთი ჩვენი მტერია. მე რატომ მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა?! - იმიტომ, რომ მეზობელი მყავს ცუდი, რომელიც შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემოვიდეს და წაგართვას ტერიტორიები, აქედან გამომდინარე, ქვეყანა მჭირდება, რომელიც გვერდში დამიდგება და საქართველოს სიკეთეს მოუტანს. 30 წლის განმავლობაში ორი ტერიტორია დავკარგეთ, მაპ-ი ხომ ვერ მივიღეთ, კანდიდატის სტატუსი რა გახდა, საბოლოო ჯამში ხალხთან დგომა რა გამოვიდა იცით? ხალხთან დგომა გამოვიდა ის, რომ ჩემი 75 წლის დედას დაუწესეს სანქციები“, - განაცხადა მურუსიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა