ნიკოლოზ მარსაგიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - იმედი მაქვს, მალე სულ მცირე მინიშნება მაინც გაკეთდება, რას ნიშნავს სანდო ინფორმაცია და რას ეყრდნობა - უკეთესია, გარკვეული მტკიცებულებები გაჟღერდეს

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, უერთდება მისი კოლეგების მხარდაჭერას, ვის მიმართაც სანქციები გამოიყენეს.

ამის შესახებ მან იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას.

ნიკოლოზ მარსაგიშვილის თქმით, კორუფციულ საქმიანობაში ადამიანის დადანაშაულება, „ყველა დამეთანხმებით, გაცილებით მეტ დასაბუთებას და კონკრეტიკას საჭიროებს, ვიდრე ინფორმაციის გაჟღერება, რომ გადაწყვეტილება ეყრდნობა სანდო ინფორმაციას“.

“იმედი მაქვს, რომ მალე, სულ მცირე, მინიშნება მაინც გაკეთდება, რას ნიშნავს ეს სანდო ინფორმაცია და რას ეყრდნობა ის, ან მე ვფიქრობ, რომ უკეთესია, გარკვეული მტკიცებულებები გაჟღერდეს საჯაროდ და საზოგადოდ, რომ “აი, ამის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება ამ ინფორმაციას ემყარება კონკრეტულად. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილის მოწოდებას, რომ თუკი მთლიანად სასამართლო კორპუსის შეხვედრის დაორგანიზება ვერ მოხდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მაინც შევხვდეთ მთავრობის კომპეტენტურ წარმომადგენლებს”, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს