ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ყველას ველოდებით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა - მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამ ბრძოლაში დანებება არ იქნება

ხვალ ყველას ველოდებით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა - მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამ ბრძოლაში დანებება არ იქნება და ერთიანი ვიქნებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ხვალ, პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დიდი აქცია იქნება და მნიშვნელოვანია, რომ „პროცესი მივიდა იქამდე, რომ ეს ვერ იქნება ერთი პარტიის აქცია“.

„არაფერი არანორმალური არ არის იმ მოთხოვნებში, რაც ხვალ იქნება. საუბარია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, ცხადია მოსამართლეებზეც - რანაირად შეიძლება ეს ხალხი თანამდებობაზე იყოს. ასევე, არ შეიძლება არ მოვითხოვოთ ლაზარეს თავისუფლება, ასევე პოლიტიკური პატიმრების - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა და ნიკა გვარამიას თავისუფლება. ხვალ ყველას ველოდებით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამ ბრძოლაში დანებება არ იქნება და ერთიანი ვიქნებით“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა