გიორგი ბოტკოველი - დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არ უნდა მიეცეს რუსულ ხელისუფლებას საშუალება, რამენაირად შეცვალოს ჩვენი კურსი

დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არ უნდა მიეცეს რუსულ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ რამენაირად შეცვალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კურსი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დაგეგმილი აქციის მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„დღეს არის დღე, რომელიც თითოეული პატრიოტი ადამიანისთვის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, რატომ და რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის. ამ მოედანზე ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილს ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ აქ თავი შესწირა და ბევრმა პატრიოტმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და მათი მონაპოვრის შენარჩუნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მონობა დანერგოს ამ სახელმწიფოში და სხვა დანარჩენი პატრიოტიზმი გაქრეს, რა თქმა უნდა, ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დღესაც და ყოველ დღე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არცერთ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება დაუკარგოს ქვეყანას სუვერენიტეტი და ქვეყანაში პატრიოტი ადამიანების ხმა ქრებოდეს.

დღეს აქცია სწორედ არის სიმბოლური, დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არ უნდა მიეცეს რუსულ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ რამენაირად შეცვალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კურსი. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ შევასრულოთ ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა და რა თქმა უნდა, ქვეყანაში, სადაც გვყავს პოლიტიკური პატიმრები, რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდნენ, თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც შეესაბამება ევროპულ სახელმწიფოს.

რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" და ყველა პატრიოტი ადამიანის მთავარ მოთხოვნად უნდა რჩებოდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლება. თუ გვინდა, რომ ევროპული სახელმწიფოების ნაწილი ვიყოთ, ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და რა თქმა უნდა, არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ 9 აპრილს აქცია არ უნდა ჩანიშნულიყო და აღნიშნა, რომ საკუთარ თავში უნდა ეძებონ პრობლემა თუ რატომ აქვთ ეს აზრი.

„მე ყველა იმ ოპოზიციონერის პრობლემად მიმაჩნია და საკუთარ თავში უნდა ეძებონ ის პრობლემა თუ რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს აზრი, როდესაც 9 აპრილს იკრიბები ქვეყნის მთავარ მოედანზე და სადაც მთავარ მიზნად დასახულია ქვეყნის ევროპული მომავალი“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი ბოტკოველი - დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არ უნდა მიეცეს რუსულ ხელისუფლებას საშუალება, რამენაირად შეცვალოს ჩვენი კურსი

დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არ უნდა მიეცეს რუსულ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ რამენაირად შეცვალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კურსი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დაგეგმილი აქციის მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„დღეს არის დღე, რომელიც თითოეული პატრიოტი ადამიანისთვის უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, რატომ და რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის. ამ მოედანზე ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილს ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ აქ თავი შესწირა და ბევრმა პატრიოტმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და მათი მონაპოვრის შენარჩუნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მონობა დანერგოს ამ სახელმწიფოში და სხვა დანარჩენი პატრიოტიზმი გაქრეს, რა თქმა უნდა, ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დღესაც და ყოველ დღე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არცერთ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება დაუკარგოს ქვეყანას სუვერენიტეტი და ქვეყანაში პატრიოტი ადამიანების ხმა ქრებოდეს.

დღეს აქცია სწორედ არის სიმბოლური, დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არ უნდა მიეცეს რუსულ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ რამენაირად შეცვალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კურსი. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ შევასრულოთ ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა და რა თქმა უნდა, ქვეყანაში, სადაც გვყავს პოლიტიკური პატიმრები, რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდნენ, თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც შეესაბამება ევროპულ სახელმწიფოს.

რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" და ყველა პატრიოტი ადამიანის მთავარ მოთხოვნად უნდა რჩებოდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლება. თუ გვინდა, რომ ევროპული სახელმწიფოების ნაწილი ვიყოთ, ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და რა თქმა უნდა, არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ 9 აპრილს აქცია არ უნდა ჩანიშნულიყო და აღნიშნა, რომ საკუთარ თავში უნდა ეძებონ პრობლემა თუ რატომ აქვთ ეს აზრი.

„მე ყველა იმ ოპოზიციონერის პრობლემად მიმაჩნია და საკუთარ თავში უნდა ეძებონ ის პრობლემა თუ რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს აზრი, როდესაც 9 აპრილს იკრიბები ქვეყნის მთავარ მოედანზე და სადაც მთავარ მიზნად დასახულია ქვეყნის ევროპული მომავალი“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი