„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.
რუსთაველის გამზირზე, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, აქცია 18:00 საათზე გაიმართება. აქციის სლოგანია - „ერთად ევროპაში“, მიზანი კი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.
პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკოსები მიმართავენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"