ბადრი ჯაფარიძე - პრაქტიკულად, ორი ადამიანის წასვლის გამო ვერ მოხერხდა პარლამენტში ხმების დაგროვება, რაც არის პროცესის ტორპედირება

როდესაც ორი ადამიანის წასვლის გამო პარლამენტში ხმების მობილიზაცია ვერ ხორციელდება, ეს არის ძალიან ცუდი, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ამით ჯაფარიძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას პრეზიდენტისადმი, რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს არის პროცესის ტორპედირება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს პრიორიტეტი ჰქონდეთ. თუ პრიორიტეტი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოს სასამართლოში, ცხადია რომ ყველაფერი ამ პრიორიტეტს უნდა დაექვემდებაროს. როდესაც ორი ადამიანის წასვლის გამო ხმების მობილიზაცია ვერ ხორციელდება, ეს არის ძალიან ცუდი. პრაქტიკულად, ამ ორი ადამიანის წასვლის გამო ვერ მოხერხდა ხმების დაგროვება, რაც არის ამ პროცესის ტორპედირება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არ ოპოზიცია საქმის კურსში, რომ ანა წითლიძე და ლევან ხაბეიშვილი საქართველოში არ იქნებოდნენ, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ბოლო მომენტში გაირკვა, რაც ცუდი ფაქტია.

„როგორც ჩანს, ეს ბოლო მომენტში გაირკვა და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ხაბეიშვილის და წითლიძის არ ყოფნამ, ხვალ შეუძლებელი გახადა ხმების მოგროვება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ცოტახნის შემდგომ მოხდება. მოხდა ცუდი ფაქტი, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს პროცესი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან ასევე სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისამ უნდა შეისწავლოს ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო „კლანის“ ან სხვა გავლენის მეშვეობით დამდგარი.

მისივე თქმით, კომისია არ გამოითხოვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მტკიცებულებით დოკუმენტებს იმასთან დაკავშირებით თუ რა კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით დასანქცირდა 4 მოსამართლე.

„სახელმწიფო დეპარტამენტიდან კომისია ვერაფერს ვერ გამოითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტს არანაირი ვალდებულება არ აქვს, ვინმეს მიაწოდოს თავისი მტკიცებულება. აშშ-ს სუვერენული უფლებაა დაასანქციორს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მას მიაჩნია, რომ არ უნდა შევიდეს აშშ-ს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით, ვინმესთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ქვეყნის გარეთ არ აქვს.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მან უნდა შეისწავლოს ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო კლანის, ან სხვა გავლენის მეშვეობით დამდგარი. ასეთი საქმეები უნდა შეისწავლოს, სადაც ჩანს პირდაპირი გავლენის შედეგები. ეს იქნება საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანი. ამ პროცესში გამოჩნდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც მზად იქნებიან, „კლანი“ ამხილონ. იმედი მაქვს, რომ ასეთი ბევრი გამოჩნდება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მხარდაჭერა „უპასუხისმგებლო საქციელი“ იყო.

„როგორც უკვე ხედავთ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა სანქციამ. „ქართული ოცნება“ აიძულა უკვე დაუმალავად გაემჟღავნებინა თავისი გადაჯაჭვა ამ „კლანურ“ ჯგუფთან სასამართლოში. ხედავთ, რომ უკვე დაუფარავად, ამჟღავნებენ კავშირებს და ახლო კონტაქტებს იმ პირებთან, ვინც დასანქცირებულები არიან აშშ-ის მიერ. ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგია, რაც სანქციებმა დააყენა.

ამ პირების დასანქცირება „ქართული ოცნებისთვის“ არის მეხის დაცემის ტოლფასი, იმიტომ რომ მათ შეეშინდათ, რომ ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და დამოუკიდებელი მოსამართლეები ხმას აიმაღლებენ ამ კლანური მმართველობის წინააღმდეგ.

ღარიბაშვილის ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელი, რომ ღიად დაუჭირა მხარი იმ მოსამართლეებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილი არიან პირებად, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პოლიტიკური დავალებების შესრულებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი