პაატა მანჯგალაძე - მახსოვს, ზუგდიდში რომ შევდიოდით, რუსების პიკეტი უნდა გაგვევლო - თავისუფლებაში თუ რუსული გავლენის შემცირებას ვგულისხმობთ, შესაძლებელია სააკაშვილს ჯილდო გადაეცეს

მახსოვს, ზუგდიდში რომ შევდიოდით, რუსების პიკეტი უნდა გაგვევლო - თავისუფლებაში თუ რუსული გავლენის შემცირებას ვგულისხმობთ, შესაძლებელია სააკაშვილს ასეთი ჯილდო გადაეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა ოკუპაციაც, თუმცა, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, მტერი ცდილობს შეგაშინოს.

"თავისუფლებაში თუ იმას ვგულისხმობთ, რომ რუსული გავლენა შემცირდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სააკაშვილს ასეთი ჯილდო გადაეცეს. არ ვიცი ამ ყველაფრის მოტივაცია, მაგრამ მახსოვს 2003 წლის საქართველო და ისიც მახსოვს, ზუგდიდში რომ შევდიოდით, რუსების პიკეტი უნდა გაგევლო. რუსის ჯარიც გავიდა თბილისიდან. იყო მძიმე ფაქტი ოკუპაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლას ახასიათებს. როცა იბრძვი თავისუფლებისთვის, მტერი ცდილობს დაგთრგუნოს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

14 აპრილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს