პეტრე ცისკარიშვილი BBC-ის სტატიაზე - ეს არის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული ორგანიზებული კამპანია

ეს არის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული ორგანიზებული კამპანია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „რასთან გვაქვს საქმე, მარტივი გამოსაცნობია“.

„ამ ხელისუფლების სასამართლოს პირობებში, როდესაც მათ ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ, 2017 წელს კეზერაშვილმა ორი ინსტანციის სასამართლო მოიგო, მაშინ, როდესაც „ფორმულა“ არ არსებობდა. რა განსხვავება არის დღეს, მაშინ, როდესაც „ფორმულა“ ეთერშია, მუშაობს და ფუნქციონირებს. 2022-23 წლებში რატომ წააგო იგივე საქმეები დათო კეზერაშვილმა საქართველოს სასამართლოში? ამ კითხვებს როდესაც დავუსვამთ ჩვენს თავს, უკვე მთელი ეს ე.წ. ფაზლი დგება და ძალიან მარტივი გამოსაცნობია რასთან გვაქვს საქმე - მიზანმიმართულ ორგანიზებულ კამპანიასთან“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს