ბადრი ჯაფარიძე - იმედგაცრუება მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში გვარამია არ არის - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ დაიწყოს დეპოლარიზაციის პროცესი

გარკვეული იმედგაცრუება მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში ნიკა გვარამია არ არის - ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მართლა დაიწყოს ქვეყანაში დეპოლარიზაციის პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან პოზიტიური ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისკენ და საზოგადოების გამთლიანებისკენ წავიდეთ.

„მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ შეიწყალა. გარკვეული იმედგაცრუება მაქვს, რომ ამ სიაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით მისი განცხადებები, რომ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას ზეწოლის ქვეშ, ან გარედან რაღაც ჩარევის შემთხვევაში. ეს მან ნათლად განაცხადა. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას შეწყალება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მართლა დაიწყოს დეპოლარიზაციის პროცესი და ხელი შევუწყოთ საზოგადოების კონსოლიდაციას და წინ აღვუდგეთ საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რომელსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამ სიაში არ არის ნიკა გვარამია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო სწრაფად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისკენ და საზოგადოების გამთლიანებისკენ წავიდეთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ არის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ