დავით უსუფაშვილი - შემოვლითი გზები, პროცედურული ომი, დროის გაწელვა, რეგისტრაციის არ გავლა - ეს ოპოზიციის ინსტრუმენტებია და როცა ხელისუფლება მიმართავს ამას, ეს ნიშნავს, რომ ვეღარ ხელისუფლებობს

შემოვლითი გზები, პროცედურული ომი, დროის გაწელვა, რეგისტრაციის არ გავლა - ეს ინსტრუმენტები არის ოპოზიციის ინსტრუმენტები მთელ მსოფლიოში და როდესაც ხელისუფლება მიმართავს ოპოზიციის ინსტრუმენტებს და სხვანაირად შეუძლებელი ჰგონია საკუთარი ინტერესების დაცვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება უარს ამბობს და ვეღარ ხელისუფლებობს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობას ეშინია იმ ყველაფრის გამოძიების, რაშიც თავადაც არიან ჩართულნი.

„უმრავლესობას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას და ამით ყველაფერს წააგებს, რადგან საგამოძიებო კომისია არ არის რაღაც ჯადოსნური მოვლენა. სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლებას ეშინია ამ საგამოძიებო კომისიის, იმ ყველაფრის გამოძიების, რაშიც თავადაც არიან ჩართულნი, რადგან სასამართლო სისტემას თუ რამე სჭირს - ეს სჭირს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამო, თუ ვინმე არასწორად ერევა და მათ მიუთითებს ეს არის ხელისუფლების გამოისობით, ამიტომ ხელისუფლებას ეშინია. საგამოძიებო კომისიის შექმნას გუშინ სჭირდებოდა ნახევარი წუთი. შემოვლითი გზები, პროცედურული ომი, დროის გაწელვა, რეგისტრაციის არ გავლა - ეს ინსტრუმენტები არის ოპოზიციის ინსტრუმენტები მთელ მსოფლიოში და როდესაც ხელისუფლება მიმართავს ოპოზიციის ინსტრუმენტებს და სხვანაირად შეუძლებელი ჰგონია საკუთარი ინტერესების დაცვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება უარს ამბობს და ვეღარ ხელისუფლებობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს