საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაათავისუფლოს.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

წერილში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზეც, მაგალითად აშშ-ის საელჩოსგან, ევროპარლამენტისგან, საქართველოს სახალხო დამცველისგან.

წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) აღნიშნავს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტების სიას 1992 წლიდან ადგენს და აქამდე საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ ყოფილა დაპატიმრებული.

“გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას”, - აღნიშნულია წერილში.

განცხადების თანახმად, გვარამიას გათავისუფლება საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და პრეზიდენტმა თავად აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაციის მიღწევა.

“მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, - ნათქვამია წერილში.

განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან: “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში