გიორგი ონიანი - მერის მოადგილეები სხდომებზე მიზანმიმართულად არ მიდიან და რეგლამენტს არღვევენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილეები დაიბარეს, თუმცა არ მივიდნენ.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ონიანმა განაცხადა, მერის მოადგილეები სხდომებზე მიზანმიმართულად არ მიდიან და რეგლამენტს არღვევენ.

მისივე განმარტებით, მერის მოადგილესთან კითხვები ძირითადად, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„გეტყვით რამდენიმე კითხვას, რაც გქონდა და რაზეც პასუხების მიღება გვსურდა. პირველი, რა აუცილებლობა არსებობდა იმის, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე, ანუ საზაფხულო არდადეგებამდე დაწყებულიყო წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. მეორე - რატომ არ დაიხარჯა შესაბამისი თანხა და ტელევიზიებს საშუალებით, საზოგადოებას რატომ არ ეცნობა ის მარშრუტი რითაც შეეძლოთ აერიდებინათ თავი წერეთლის გამზირის გავლას და გარდა ამისა, იყო შეკითხვები თვითონ იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელმაც მოიგო ეს ტენდერი. მათ აქ არავინ არაფრის მოწყობას არ უპირებდა. კახი კალაძის განცხადება, რომ როცა მას უნდა მხოლოდ მაშინ მოვლენ მისი მოადგილეები, ეს არის დანაშაულის შემცველი განცხადება, გულგრილობა, მეტი არაფერი. მიზანმიმართულად არ მოდიან და არღვევენ რეგლამენტს“, - განაცხადა ონიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს