ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი ფაქტია

ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეფასებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა გამორჩეული შემთხვევაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველო ელოდება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„უპირველესად, მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ამ ფაქტის მნიშვნელობაზე, კერძოდ, ის, რომ მინისტრი მიწვეულია და მონაწილეობას იღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან დროული, საჭირო და მნიშვნელოვანი, სწორედ იმ ფაქტორების და პროცესების გათვალისწინებით, რა პროცესებშიც იმყოფება დღეს საქართველო. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი და უნიკალური შესაძლებლობა, ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც საქართველო ელოდება ე.წ შუალედურ ანგარიშს ევროკავშირის მხრიდან, იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, წლის ბოლოს საქართველო ელოდება ევროკომისიის შესაბამის ანგარიშს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად ვისაუბროთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო როგორც 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის კუთხით, ასევე ისაუბრებს იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ წარვადგინეთ ევროკავშირში”- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მახარობლიშვილის განცხადებით, მინისტრს მიეცემა კარგი შესაძლებლობა, წევრი სახელმწიფოებიდან 27-ვე კოლეგას მიაწოდოს ინფორმაცია და გაცვალოს მოსაზრებები იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც გადაიდგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და იმაზე, „თუ რა გაკეთდა აქამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რა იგეგმება და რა არის გასაკეთებელი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

მისივე თქმით, სხდომაზე საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირთან სექტორული მიმართულებით თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ ახალი როლის გათვალისწინებით, რასაც საქართველო იძენს ევროკავშირისთვის რეგიონის ენერგეტიკულ პროექტებში აქტიური ჩართულობით. მინისტრის კოლეგებს ასევე მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, ასევე მონაწილეობს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა