თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩს აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.

„აღინიშნა, რომ მაქსიმუმი კეთდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გერმანიაში აჭარის პოზიციონირებისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და მნიშვნელობა ბერლინის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების დადებით დინამიკას.

გერმანია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის, ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. KFW-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლის სისტემის და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, თანამშრომლობა გაღრმავდა ბათუმის საზღვაო აკადემიასა და გერმანიის ფლეცბურგის უნივერსიტეტს შორის და ხორციელდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით