გიორგი ვაშაძე - ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა - ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს

ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე IRI-ის შედეგებს.

მისივე თქმით, როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასე ჩაბარდება „ქართული ოცნება“ ისტორიულ წარსულს,

„IRI-ის კვლევაში უმნიშვნელოვანესი შედეგებია. პირველი - საქართველოს მოქალაქეების პასუხი „ქართული ოცნების“ პრორუსულ, ღიად ანტიდასავლურ კამპანიას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია „ქართული ოცნების“ რეიტინგის მკვეთრი ვარდნა, რაც მიუთითებს, რომ დიაგნოზი, რომ ის რუსეთთან დაკავშირებული ძალაა მკაფიო ხდება.

მესამე - ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება.

როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასე ჩაბარდება „ქართული ოცნება“ ისტორიულ წარსულს, რომელსაც არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებთან“, - აღნიშნავს ვაშაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე