ალეკო ელისაშვილი - IRI-ის კვლევით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა

IRI-ის კვლევებით ხელისუფლებას კარგი ალიყური მოხვდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

„მთელი ამ ხნის ძალისხმევა: გლობალური ომის პარტია საქართველოს ომში ითრევს, რომ საქართველო დასავლეთის ჯაშუშებით არის გამოტენილი, არასამთავრობოები აგენტები არიან, ევროკავშირი არ გვინდა, რუსებს თავზე ხელს რომ უსვამენ, ვიზა რომ არ სჭირდებათ აქ და მორღვეულ ღობედ ვიქეცით, ამის გამო კარგი სილა მოხვდა ხელისუფლებას... ვეღარ ჩერდებიან, ხასიათში გადაუვიდათ აშკარად, გამოდიხარ, დათო ზურაბიშვილი აგენტიაო, პარანოიაა... ძალიან კარგია, რომ ხალხს აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აქვს.

ჩემი პარტიის რეიტინგი გაიზარდა, 1% იყო ყველა კვლევაში, ეს დამაკმაყოფილებელი არ არის, ჩვენთვის სასიამოვნო ის არის, რომ პარტიული ნეგატივი თითქმის არ გვაქვს, როცა მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას კატეგორიულად დიდი რაოდენობა არ მისცემდა, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ ვთქვათ, ბედნიერები ვართო, სამუშაო ბევრი გვაქვს. გულწრფელად მინდა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში, არჩევნები უნდა წააგონ, ოპოზიციაში გადავიდნენ. ნამდვილად არ მინდა, შევარდნაძის და ასლან აბაშიძის პარტიებივით გაქრეს ეს პარტიები. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, გული მწყდება რომ გაქრნენო, მაგრამ პოლიტიკისთვის არ ვარგა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავიდეს და აორთქლდეს, ჯობს გადავიდეს ოპოზიციაში და იყოს ოპოზიციაში. არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს.

„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა არაფერი პოზიტიური, ის უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, წინ საინტერესო პროცესები გვექნება. „ქართული ოცნების“ გაშვება იქნება, როგორც სააკაშვილის გაშვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი, არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგი და მომხრე ვიყავი, რომ წასულიყო. მაშინ ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგა, ახლაც, „ქართული ოცნების“ წასვლა დიდი ნაბიჯი იქნება წინ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა იქნება 5 ნაბიჯი უკან. ხელებს იფშვნეტენ, მოვალთ, დედას გიტირებთო, ერთმანეთში რანაირი ამბები აქვთ და ხელისუფლებაში მოსვლის მერე რა იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა