Wendy's და DUNKIN' Glovo-ს ექსკლუზიური პარტნიორები ხდებიან

Wendy's და DUNKIN' Glovo-ს ექსკლუზიური პარტნიორები ხდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ორი ამერიკული რესტორნის ქსელიდან შეკვეთის გამოძახება დღეიდან მხოლოდ Glovo-ს პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

Wendy's და Dunkin' -ის Glovo-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზებას ისახავს მიზნად. Glovo-ს, Dunkin' -ისა და Wendy's-ის ერთგული მომხმარებლები ყოველდღიურად შეძლებენ ისარგებლონ ექსკლუზიური ფასდაკლებებით, ახალი პროდუქტებითა და სხვა სიახლეებით.

„Glovo-სთან წარმატებული პარტნიორობის უკვე 5 წლის ისტორია გვაქვს. ექსკლუზიური თანამშრომლობით კი Wendy's და Dunkin'-ის პროდუქტების ადგილზე მიღებას სპეციალური შეთავაზებებით ერთგული მომხმარებელი არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბაკურიანშიც შეძლებს. Glovo-მ ახალი სამომხმარებლო ქცევა ყოველდღიურ კომფორტულ გამოცდილებად აქცია და გვახარებს, რომ Wendy's და Dunkin'-ის მომხმარებლებისთვის უგემრიელესი მენიუ და გამორჩეულად მაღალი ხარისხის ყავა დღეს Glovo-სთან ერთად კიდევ უფრო ხელმისაწვდომია“, აცხადებენ Wendy's-სა და Dunkin'-ში.

ცნობისთვის, Glovo საქართველოში 2018 წლიდან მოღვაწეობს და ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე. Wendy's ამერიკული რესტორნების ქსელი კი საქართველოში 2013 წლიდან ვითარდება და დღესდღეობით უკვე 16 ობიექტითაა წარმოდგენილი ქვეყანაში. Dunkin'-ის რესტორნები ქვეყანაში ყავის ყველაზე მსხვილი რეალიზატორია და Wendy's-თან ერთად 100-მდე რესტორნით „ვისოლ ჯგუფი“ დღეს ქვეყანაში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს.

Glovo- შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. გლოვოს ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/ საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities/

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში