ლევან ბეჟაშვილი - IRI-ის კვლევა გვაჩვენებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ცალკე მესამე, ოპოზიციური ძლიერი ცენტრი

კვლევა გვაჩვენებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ცალკე მესამე, ოპოზიციური ძლიერი ცენტრი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა IRI-ის კვლევებს და უპასუხა კითხვას, პარტიების მიმართ ნდობის შემცირების პარალელურად, რამდენად შეიძლება ვიხილოთ საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე 1 წლით ადრე რაიმე გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო გაერთიანების მომხრე და ამისთვის პარტიებს თავის პლატფორმასაც სთავაზობდა.

„ჩვენ მზად ვიქნებით ყველა პარტიასთან, მათ შორის, 2-3 პროცენტიან პარტიებთანაც გავიაროთ ყველა საკითხი, რაც ერთობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ბლოკი, საერთო საარჩევნო სტრატეგია და ა.შ. ეს კვლევაც გვაჩვენებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ცალკე მესამე ოპოზიციური ძლიერი ცენტრი, რომელიც მოგცემს საშუალებას, გავაერთიანოთ ყველა ის ელექტორატის წარმომადგენელი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და ამ ერთობით მოვახდინოთ „ქართული ოცნების“ სისტემის დემონტაჟი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე: რას გულისხმობს მესამე ცენტრში და იგულისხმება თუ არა „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ცალკე მესამე გაერთიანება? - ბეჟაშვილი პასუხობს, რომ ესბ ჰიპოთეტური მსჯელობაა და ახლა რაიმე გაერთიანებაზე საუბარი გაუგებარი იქნება.

„ეს ჰიპოთეტური მსჯელობაა, მაშინ როცა სხვა პარტიებს არ აქვთ საშუალება გადალახონ ბარიერი, ორი ვარიანტია, ან ბარიერი უნდა დაწიოს ან შეიქმნას ძლიერი კოალიციები ოპოზიციური პარტიების, რომელიც მოგვცემს საშუალებას ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი რეჟიმის დემონტაჟი. თუმცა, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამაზე საუბარი გაუგებარი იქნება”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს