გია ვოლსკი ოპოზიციაზე - სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა სურთ, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს, რომ იქნებ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ პოლიტიკური დივიდენდი

სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა სურთ, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს, რომ იქნებ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ პოლიტიკური დივიდენდი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკიმ ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალურ ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია "ფეიკებს" ავრცელებს, რათა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვიოს.

„აქციებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა არსებობს და აქედან გადახვევა არავის უნდა, მუშაობა არავის უნდა კონკრეტულ საკითხებზე, რომ არჩევნებზე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს. ამის ნაცვლად სურთ სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს და იქნებ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ პოლიტიკური დივიდენდი. ეს არის ამოცანა, ამის შესასრულებლად აუცილებელია მოიგონონ "ფეიკი", რომელიც უკავშირდება პრორუსულობას, რომლის ნიშან - წყალი არ არსებობს და ბოლოდროინდელმა ვიზიტებმა და იმ განცხადებებმა, რომელიც ძალიან მაღალი დონიდან გააკეთეს, ეს ძალიან კარგად დაგვანახა. მცდელობა იყო ტყუილი გამოექვეყნებინათ თითქოს ევროსტრუქტურებში განცხადებები არ კეთდება, თითქოს დარჩიაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა იმ შეხვედრის დროს და ამ ჭორების აგებით უნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქციებზე მოიზიდონ. ეს ახასიათებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელიც შეიქმნა "ნაცმოძრაობის" გარშემო და რომლის მთავარი ფიგურანტი კვლავ არის ვანო მერაბიშვილი, თუმცა, ის დროებით გაწიეს საინფორმაციო ველიდან", - განაცხადა ვოლსკიმ.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში