საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის

საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან.

ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზბიგნევ რაუ ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ