ცნობილია იმ ქუჩების და გამზირების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 10 წელზე მეტი ასაკის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ესენია - ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები.

რაც შეეხება იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ავტობუსის ზოლი სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებითაა და ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ამ ავტობუსის ზოლზე შეუძლიათ გადაადგილება, ასე გამოიყურება: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ს შეადგენს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს