ლაშა ტუღუში - ანტიდასავლურმა პროპაგანდამ ამ ქვეყანაში ვერ იმუშავა - საჭიროება დგას არა ქარიზმატული ლიდერების, არამედ იდეების, პროგრამების, კონცეფციების, პლატფორმების

ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ საქართველოში ანტიდასავლურმა პროპაგანდამ, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო, ვერ იმუშავა. ტუღუშის თქმით, ამის დასტურია IRI-ს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში დასავლური ვექტორი უფრო ძლიერია, ვიდრე იყო გუშინ.

ამის შესახებ ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა და ამასთან აღნიშნა, რომ არც იმ კამპანიამ იმუშავა, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და ზოგადად დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„საზოგადოებას აქვს საკმაოდ მყარი პოზიცია, მისი მდგრადობა დიდი და სერიოზული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, ვგულისხმობ იმას, რომ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ ამ ქვეყანაში ვერ იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმული იყო ძლიერი მედიებიდან, არ იმუშავა იმ შეხედულებებმა, რომლებითაც გვაშინებდნენ და ქმნიდნენ ანტიდასავლურ განწყობებს, (ეს არის ომის გლობალური პარტიები, ევროპარლამენტი წინააღმდეგ იერიშები და დემარშები, რომ ევროპარლამენტი ფარატინა ქაღალდებს ქმნის, არასერიოზული ხალხია, ვინ ჰკითხავს მაგას, ამერიკა გვითრევს, დასავლეთი გვითრევს, ჩვენი დასასრული უნდათ და ა.შ.) არ იმუშავა იმანაც, რომ "შპიონომანია" აშკარა იყო და ვერ გააღვივეს ეჭვები საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ, ესეც აჩვენა ამ კვლევამ მნიშვნელოვანწილად. ასევე აჩვენა ის, რომ ჩვენი საზოგადოება არა მარტო იდეების ერთგულია და უფრო მეტად ღრმავდება მის ერთგულებაში, არამედ რაციონალურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მათემატიკური სიზუსტით აფასებს პარტიებისა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას. მათ შორის ზოგადად ინსტიტუტების მდგრადობაზე აქვს ზუსტი წარმოდგენები. არ არის ნორმალური სიტუაცია, როდესაც 20%-ს ვერ სცილდება ნდობა პარტიების მიმართ. ეს გაკვეთილი სერიოზულია და სამწუხაროდ, ჩვენმა პარტიებმა ვერ ისწავლეს, პოლიტიკურ ელიტებში სერიოზული პრობლემა გვაქვს და ამას ხედავს საზოგადოება.

მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოხდება ტრანსფორმაცია, აუცილებლად გამოჩნდება გარკვეული ძალები, იმიტომ, რომ საჭიროება დგას. საჭიროება დგას არა ქარიზმატულ ლიდერების, არამედ საჭიროება დგას იდეების, პროგრამების, კონცეფციების, პლატფორმების“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში