პეტრე ცისკარიშვილი - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას   ვისაუბრებთ მიხეილ სააკაშვილზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, რისი განუყოფელი ნაწილიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას ისაუბრებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

„პოლონეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება საქართველოს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში ევროინტეგრაციის საქმეში. იმიტომ, რომ პოლონეთი არის აღმოსავლეთ ევროპა, ზუსტად იცის პოლონურმა „ისტებლიშმენტმა“, რას წარმოადგენს აგრესიული პუტინის რეჟიმი და მას უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ჰყავდეს სუფთა პრაგმატული და გეოპოლიტიკური განზომილებიდან. როდესაც ვარშავაში მსჯელობენ ხედავენ, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ოჯახის წევრი, ასე წარმოუდგენიათ საქართველოს მომავალი, ჩვენი ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით. ვარშავაში უკეთესად იციან, სად უნდა იყოს, რა გეოპოლიტიკურ განზომილებაში და რა მისწრაფებების მქონე უნდა იყოს საქართველო. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან დროული და ლოგიკურია. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, წელიწადზე მეტია ეს სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაეხმაროს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებაში, სიცოცხლის გადარჩენაში, ჯანმრთელობის გამოსწორებაში იმიტომ, რომ ჯერ ერთი - მიშა მათი მეგობარია, გული შესტკივათ პოლიტიკურად და ადამიანურადაც და მეორე - მიშას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ისინი ევროპულ ოჯახში საქართველოს ვერ ხედავენ, ეს წარმოუდგენელია.

პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად ევროკავშირში ვერ შეხვალ, ვერც კანდიდატობის სტატუსს მიიღებ. ყველაზე კარგად ეს, სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ცხადია, ეს ესმით ვარშავაში. აქედან გამომდინარე ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია. ჩვენი ხვალინდელ შეხვედრის დროსაც აუცილებლად გვექნება საუბარი მიხეილ სააკაშვილის თემაზე და ზოგადად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, რისი განუყოფელი ნაწილიც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

„პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლების კონტექსტში პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.

„პირველივე დღიდან ყველასთვის ნათელი იყო ის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მეცადინეობით და ხელმძღვანელობით ეს არის რუსული ოცნება და პრორუსული მთავრობა. ეს უნდა ესმოდეს პრეზიდენტს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილ დიპლომატი ქალბატონი გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო