19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ ბეჟას (პორტუგალია) პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (IPBeja –Insittuto Politecnico de Beja), Erasmus+ -ის საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნინო ომანაძემ და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა წარადგინეს.

„კვირეულის ცერემონიალი ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ფატიმა კარვალომ და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის კოორდინატორმა, კრისტინა პალმამ გახსნეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს, საერთაშორისო დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მხარდაჭერა გადასცეს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისისა და მიზნების, ასევე, მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სტუ-ის დელეგაციის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საგანმანათლებლო სისტემაში ინტერნაციონალიზაციის როლს, და გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერა.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, პროფესორი და ბიზნესტექნოლოგიების დეკანი რუსუდან ქუთათელაძე და ასისტენტ პროფესორი ნინო ომანაძე საინფორმაციო და თემატური პრეზენტაციებით - „მოტივაცია, როგორც ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალა“ და „რეკრუიტმენტი და პერსონალის შერჩევა“, წარდგნენ.

პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა აუდიტორიას ქართულ მევენახეობა-მეღვინეობა, დარგის ისტორია და ქვევრის ღვინის ძველი, ქართული ტრადიციული მეთოდი, თემით - „საქართველო - ღვინის სამშობლო“, გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ოთხი სკოლის წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ საკითხები.

მასპინძელი ინსტიტუტის აგრარულ სკოლაში სტუ-ის დელეგაცია ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო საგაზაფხულო სემესტრს Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გადიან. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, იტალიის, პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, მალტის, რუმინეთის, ჩეხეთისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ინფორმაციისთვის: ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საერთაშორისო კვირეულს, რომელშიც ევროპისა და ბრაზილიის 29 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 80 დელეგატი, მათ შორის, პროფესორები, მკვლევრები და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი მონაწილეობდა“,- ნათქვამია სტუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის