ბექა დავითულიანი - საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა - ის, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისგან თავი გადაირჩინოს, პრორუსულობას არ ნიშნავს

საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა, რასაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს - ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხისგან თავი გადაირჩინოს, პრორუსულობას არ ნიშნავს, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

როგორც დავითულიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ნანახი გვაქვს, თუ როგორი მძიმე შედეგებით მთავრდება, როცა პარტნიორები ძალიან მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ.

„გვინდა, რომ დასავლურ ოჯახში შევიდეთ და მისი სრულფასოვანი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნის განადგურების ხარჯზე გავაკეთოთ, რადგან თუ ევროკავშირში შესასვლელი აღარაფერი იქნა და ერთი მთლიანი შენობა არ დაგვრჩა, რა შევიყვანოთ?! საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას და ქვეყანას დღევანდელ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება უსაფრთხოების რისკებს გაუზრდის. უსაფრთხოების რისკების გაზრდა და გამწვავება გამოიხატება მათ შორის, ორმხრივი სანქციების დაწესებაში, რაც მოგვთხოვეს და არ დავაწესეთ. ასევე, მკაფიო აგრესიულ რიტორიკაში, რასაც პერიოდულად სულ გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვშვრებით. განა არ ვშვრებით, ვერ ვშვრებით - ძალიან გვინდა გამოვიდეთ და რუსები, მისი საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან გავყაროთ, პუტინს პატარა ჰიტლერი ვუწოდოთ, რომელიც დღეს ნამდვილად არის, მაგრამ დღეს ჩვენ ამის ძალა არა გვაქვს, რადგან თუ ამას პასუხი მოჰყვა, ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა