ლევან ნატროშვილი - ლეგიტიმაცია და მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ვერ იზრდება და კვლავ დაბალია

ლეგიტიმაცია და მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ვერ იზრდება და კვლავ დაბალია - მმართველ პარტიას არ აქვს მოტივაცია ისეთ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, რომელიც არცერთ პარტიასთან არ იქება აფილირებული, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილმა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერ მოადგილესთან გიორგი სიორიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევის პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას გავლენა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციაზე, შესაბამისად, იქ „არ არის იმის სივრცე, რომ რეალურად პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები იყოს დანიშნული და გაიზარდოს მისი დამოუკიდებლობა“.

„მმართველ პარტიას არ აქვს მოტივაცია, ისეთ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, რომელიც არცერთ პარტიასთან არ იქება აფილირებული. ამას ემატება ის, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, გასულ წელს არ დაუჭირა. ახლა ვინც არის წარდგენილი, მათ შორის თავმჯდომარეობის კანდიდატები, ამ შემთხვევაშიც ირღვევა კანონი, როდესაც პარლამენტი არ განიხილავს ამ ადამიანების კანდიდატურებს. კანონი ამბობს 14 დღის ვადაში განხილვას, თუმცა, სამწუხაროდ კანონთან შეუსაბამო განმარტებით და ინტერპრეტაციით, მმართველი პარტია არღვევს ამ კანონს, არ განიხილავთ მათ კანდიდატურებს. ისინი ამბობენ, რომ კანონი ამას მათ არ ავალდებულებს, 14- დღიან ვადას არ აღიქვამენ, რაც ჩვენი აზრით კანონის დარღვევაა. საკმაოდ ცხადად წერია, რომ განსახილველია ეს კანდიდატურები. პროცესი რამდენიმე კუთხით დაზიანებულია. საბოლოო ჯამში გვაქვს ის, რომ ლეგიტიმაცია და მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ვერ იზრდება და კვლავ დაბალია. ეს იმიტომ, რომ მმართველ პარტიას, ერთ პარტიას აქვს გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაზე. იმის სივრცე, რომ იქ რეალურად პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები იყოს დანიშნული და გაიზარდოს როგორც დამოუკიდებლობა, ისე პოლიტიკური მიუკერძოებლობა, ამას ადგილი არ აქვს. ამომრჩეველი საარჩევნო კომისიებს უნდა ენდობოდეს, მიუკერძოებელ და პროფესიულ არჩევნებს, რომ ჩაატარებენ. ეს პრობლემა ახალი არ არის. საქართველოში ყოველთვის მეტ-ნაკლებად იყო. სამწუხაროა, რომ ამ პრობლემის მოგვარების შანსს ქვეყანა ხელიდან უშვებს. იცით, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც. ველოდებით პასუხს და რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოუგვარებლობა ხელს არ უწყობს ამ პროცესს", - აღნიშნავს ნატროშვილი.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა