ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ათასჯერ დაფიქრება, კვლავ უნდა გადაეფაროს „კლანს“ და გაიქცეს დარბაზიდან, თუ მოლაპარაკებებზე წამოვა - ნუ გარბიან, დასხდნენ და შევქმნათ კომისია

„ქართულ ოცნებას“ ეშინია იმის, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, კვალი აუცილებლად მივა მაღალჩინოსნებამდე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილამდე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, უმრავლესობა კორუმპირებულ, დასანქცირებულ მოსამართლეებს იცავს.

„ქართული ოცნება“ გადაფარებულია „კლანს“. უმრავლესობა კორუმპირებულ, დასანქცირებულ მოსამართლეებს იცავს. ახლა „ოცნება“ ჩასაფრებულია, რომ ოპოზიციას არ ჰქონდეს 50 ხმა. ოპოზიციის მხარეს გვაქვს 52 ხმა და ყველანი მობილიზებულები ვართ. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ათასჯერ დაფიქრება, კვლავ უნდა გადაეფაროს „კლანს“ და გაიქცეს დარბაზიდან, თუ მოლაპარაკებებზე წამოვა. ნუ გარბიან, დასხდნენ და შევქმნათ კომისია.

„ქართულ ოცნებას“ ეშინია იმის, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, კვალი აუცილებლად მივა მაღალჩინოსნობამდე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილამდე“, - განაცხადა სამნიძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის გეგმებზე 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი ჯერ დალაგებული არ არის და ადრეა პარტიებს შორის წინასაარჩევნო კონსულტაციებზე საუბარი.

„ჩემი აზრით, ჯერ ადრეა საარჩევნო ბლოკებზე საუბარი. ჯერ ოფიციალურად არ ყოფილა საარჩევნო ბლოკზე ან კოალიციაზე დისკუსია. IRI-ის კვლევა არ გვეუბნება, რომ ყველანი გავერთიანდეთ. ეს კვლევა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას კარგავს.

ჩვენ გვიჭირს ჩვენი დღის წესრიგის შექმნა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში მუდმივად არის მოსაზრება, რომ ოპოზიცია ვერაფერს აკეთებს. ოპოზიციამ ისეთი თემები გააღვივა, რომ საზოგადოება ვერ ხედავს ვის მისცეს ხმა და ამით სარგებლობს „ქართული ოცნება“ და ამბობს, რომ მისი ალტერნატივა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთთან პირისპირ დარჩება, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაიმარჯვებს, ამიტომ „ოცნებას“ ურჩევნია ყველა გააერთიანოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია და თქვას რომ „მე თუ არ ვიქნები ხელისუფლებაში იქნება ომი“, ეს არის „ოცნების“ პროპაგანდა.

ჯერ არ დაწყებულა წინასაარჩევნო მოლაპარაკებები, ადრეც არის და ჯერ ამაზე საუბარი რთულია. ახალი პარტიების შექმნა ანონსდება, პარტიების დაშლა ანონსდება. წინასაარჩევნოდ მე არ გამოვრიცხავ ალიანსებს და კოალიციებს. თუ 5-პროცენტიანი ბარიერი დარჩა, ეს გვაძლევს მოტივაციას და პარტიებს უბიძგებს, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ“,- განაცხადა სამნიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში