შალვა პაპუაშვილი ხათუნა სამნიძეს - 2012-16 წლებში ხელისუფლებაში თქვენ იყავით, ამიტომ, თქვენ გადაფარებულ სასამართლოზე თუ ლაპარაკობთ, არ ვიცი - იმ პერიოდიდან ციტატებს ჩვენ რას გვიკითხავთ?!

2012-16 წლებში თქვენც ხელისუფლებაში იყავით, ამიტომ, თქვენ გადაფარებულ სასამართლოზე თუ ლაპარაკობთ, არ ვიცი. იმ პერიოდიდან ციტატებს ჩვენ რას გვიკითხავთ? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს, რომელმაც მანამდე პლენარულ სხდომაზე სასამართლო სისტემის პრობლემებზე და ე.წ. კლანზე ისაუბრა.

უფრო კონკრეტულად, „რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ“ სხდომაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან წლების მიხედვით ციტატები წაიკითხა, სადაც მმართველი პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ 2012 წლამდე სასამართლო სისტემა საქართველოში დამოუკიდებელი არ იყო და რომ სასამართლოში უპრინციპო მოსამართლეები იყვნენ.

სამნიძე, მათ შორის წაიკითხა თეა წულუკიანის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება მოსამართლე ლევან მურუსიძის შესახებ: “არ მომწონდა მურუსიძის მოსამართლეობა და მითუმეტეს არ მომწონს გამუდმივება“.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე ჩამოთვალა ის საქმეები, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა.

დეპუტატის თქმით, ამით სურს „ქართულ ოცნებას“ შეახსენოს, თუ ვის გადაეფარა და ყოველდღიურ რეჟიმში უარს არ ამბობს, კონსტიტუციის, რეგლამენტის, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების დარღვევაზე. ამით კი, სამნიძის თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ზურგს აქცევს პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ იმას, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს.

მისი თქმით, მმართველ პარტიას შესთავაზეს შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა, როგორც 2012 წლამდე ისე დღეს შექმნილ ვითარებას სასამართლო სისტემაში, იმის შესახებ, რომ „კლანი“ არის ძლიერი და ყველა სასამართლო გადაწყვეტილება მათი ზეგავლენის ქვეშ არის.

სამნიძის მოსაზრებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, პირადი გადაწყვეტილებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან გააქრო.

დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„ქალბატონო ხათუნა, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. თქვენ პათეტიკურ გამოსვლაში ერთი პასაჟი გამოგრჩათ, 2012-16 წლებში თქვენ ხელისუფლებაში იყავით. ამიტომ, თქვენ გადაფარებულ სასამართლოზე თუ ლაპარაკობთ, არ ვიცი. თქვენ იყავით 2012-16 წლებში ხელისუფლებაში და იმ პერიოდიდან ციტატებს გვიკითხავთ და ჩვენ, რას გვიკითხავთ?! არ ვიცი, რას მეუბნებით. როგორც იცით, ახლახან მოვედით პოლიტიკაში. რაც შეეხება ამ პიროვნულ გადაწყვეტილებებს და ა.შ. აგიხსენით. უფრო სხვანაირად რეგლამენტს ვეღარ აგიხსნით. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ,, რომ თქვენ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა არ დაგიყენებიათ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა