სალომე სამადაშვილი - თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ჩვენ გვრჩება საკონსტიტუციო სარჩელის გამზადების გზა

შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაინც აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია და მას დაემატება ალბათ, ის როლი, რომელიც ითამაშა პაპუაშვილმა, კობახიძემ და დანარჩენმა უმრავლესობამ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ რჩება საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლის გზა.

„ის, რაც უმრავლესობამ გააკეთა პარლამენტში, კონსტიტუციის და რეგლამენტის უხეში დარღვევაა, მათ ფაქტობრივად, საბოტაჟი მოუწყვეს კონსტიტუციურ პროცესს. თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ჩვენ გვრჩება საკონსტიტუციო სარჩელის გამზადების გზა და ვაპირებთ ვიბრძოლოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით.

ჩვენ სამჯერ ვიხილეთ, საქართველოს პარლამენტში ბოიკოტი, რომელიც უმრავლესობამ კენჭისყრას გამოუცხადა და შემდეგ თვითნებურად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო საკითხი ნუსხიდან. ამიტომ შალვა პაპუაშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ამ მოწვევის თუ არა შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია მურუსიძის და სასამართლო "კლანის" დანაშაულების შესასწავლად, ოღონდ ამ კომისიას დაემატება ალბათ როლი, რომელიც ითამადა პაპუაშვილმა, კობახიძემ და დანარჩენმა უმრავლესობამ "კლანის" გამყარებით საქართველოდ ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა