აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეუძლიათ შეაჩერონ გაეროს უწყებების პროექტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შეუძლია შეაჩეროს ამა თუ იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის (INGO) ან გაეროს სააგენტოების მიმდინარე პროექტები - „თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება". ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში მათ მოითხოვეს შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აფხაზეთის ოფისის ხელმძღვანელთან.

„ამ მოთხოვნის პასუხად მივიღეთ წერილი „საჭირო ინფორმაციის მიწოდების ალტერნატიული ფორმების განხილვის წინადადებით და არა პოლიტიკურ დონეზე შეხვედრის შესახებ“. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება