„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრის განცხადებით, 1 წლის ვადაში სოფელ კვირიკესა და გვარაში ბაგა-ბაღები უნდა აშენებულიყო, მაგრამ მოსახლეობა საბავშვო ბაღებით კვლავ ვერ სარგებლობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის განცხადებით, 1 წლის ვადაში სოფელ კვირიკესა და გვარაში ბაგა-ბაღები უნდა აშენებულიყო, მაგრამ მოსახლეობა კვლავ საბავშვო ბაღებით ვერ სარგებლობს და მშობლებს აღსაზრდელების ქალაქში ან მეზობელ სოფლებში ტარება უწევთ.

მისივე თქმით, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ვადები ამოწურულია, თანხის ნაწილი კი ბიუჯეტიდან უკვე დახარჯული.

„2021 წლის 24 სექტემბერს ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ბილდ მენეჯმენტს" შორის ორი ხელშეკრულება დაიდო, რის საფუძველზეც სოფელ კვირიკესა და გვარაში 1 წლის ვადაში ბაგა-ბაღები უნდა აშენებულიყო.

ტენდერების საერთო ღირებულება 2 მლნ. 930 ათას ლარზე მეტს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ვადები უკვე ამოწურულია, თანხის ნაწილი კი ბიუჯეტიდან გახარჯული, სოფელ კვირიკესა და სოფელ გვარას მოსახლეობა კვლავ საბავშვო ბაღებით ვერ სარგებლობს და მშობლებს აღსაზრდელების ქალაქში ან მეზობელ სოფლებში ტარება უწევთ.

აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მმართველი პარტიის საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და კორუფციის ნიშნებს,“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრის განცხადებით, 1 წლის ვადაში სოფელ კვირიკესა და გვარაში ბაგა-ბაღები უნდა აშენებულიყო, მაგრამ მოსახლეობა საბავშვო ბაღებით კვლავ ვერ სარგებლობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის განცხადებით, 1 წლის ვადაში სოფელ კვირიკესა და გვარაში ბაგა-ბაღები უნდა აშენებულიყო, მაგრამ მოსახლეობა კვლავ საბავშვო ბაღებით ვერ სარგებლობს და მშობლებს აღსაზრდელების ქალაქში ან მეზობელ სოფლებში ტარება უწევთ.

მისივე თქმით, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ვადები ამოწურულია, თანხის ნაწილი კი ბიუჯეტიდან უკვე დახარჯული.

„2021 წლის 24 სექტემბერს ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ბილდ მენეჯმენტს" შორის ორი ხელშეკრულება დაიდო, რის საფუძველზეც სოფელ კვირიკესა და გვარაში 1 წლის ვადაში ბაგა-ბაღები უნდა აშენებულიყო.

ტენდერების საერთო ღირებულება 2 მლნ. 930 ათას ლარზე მეტს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ვადები უკვე ამოწურულია, თანხის ნაწილი კი ბიუჯეტიდან გახარჯული, სოფელ კვირიკესა და სოფელ გვარას მოსახლეობა კვლავ საბავშვო ბაღებით ვერ სარგებლობს და მშობლებს აღსაზრდელების ქალაქში ან მეზობელ სოფლებში ტარება უწევთ.

აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მმართველი პარტიის საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და კორუფციის ნიშნებს,“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა