ანა ნაცვლიშვილი - ღარიბაშვილს ოჯახზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს მისი კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად, მეორე კვირაა იქ ღამეს ათევენ

ღარიბაშვილს დედებზე, ოჯახზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს მისი კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად მეორე კვირაა იქ ღამეს ათევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, აბსტრაქტული საუბარი ოჯახის სიწმინდეზე ყალბია მაშინ, როცა ადამიანები "გასაოცარი ეკონომიკური ზრდის პირობებში" ოჯახებს ტოვებენ და ევროპაში მიდიან გადასარჩენად.

"რაც შეეხება საუბარს დედებზე, ოჯახზე, ბავშვებზე, ამ კარგ თემებზე ბუდაპეშტში საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავის კაბინეტიდან, სადაც დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად მეორე კვირაა იძულებულები არიან ღამე ათიონ კანცელარიის წინ. მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე და ის, რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება! გაიგონოს, რომ წამალი სჭირდებათ ბავშვებს და შეხვდეს დედებს, რომლებიც ღამეს ათევენ მასთან შეხვედრის მოთხოვნით. ასე აბსტრაქტულად საუბარი დედებზე, ბავშვებზე და ოჯახზე, არის სიყალბე! ჩავიდეს ქუთაისის აეროპორტთან, სადაც დედები და მამები იძულებულნი არიან მისი მთავრობის პირობებში, "გასაოცარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის" პირობებში, რომელსაც ვერავინ გრძნობს მისი კორუმპირებული ჩინოვნიკების და ნათესავების გარდა, ჩავიდეს იქ და ნახოს, როგორ ინგრევა ოჯახები, როგორ არიან იძულებულნი რომ გადასარჩენად წავიდნენ, სხვათა შორის, ევროპაში და დასავლეთში," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა