ფერმერების ნაწილი ხორბლის და ქერის რეალიზაციის პრობლემას აპროტესტებს და მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადას 10 მაისამდე აძლევს

ფერმერები, რომლებიც მარცვლეული კულტურის მოყვანით არიან დაკავებული, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

200-ზე მეტი ადამიანი დღეს თბილისი-ბაკურციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სოფელ ჩალაუბანთან შეიკრიბა და მოსავლის რეალიზაციის პრობლემა გააპროტესტა.

მათი განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი და ქერი დასაწყობებული აქვთ და ვერ ყიდიან იმ ფონზე, როცა ქვეყანას ეს მარცვლეული უცხო ქვეყნებიდან შემოაქვს.

„ომი რომ დაიწყო, დავთესეთ მარცვლეული და დიდი რაოდენობით მოსავალი მივიღეთ, მაგრამ მაშინ, როცა საექსპორტოდ გვამზადეთ და ირანში გასატანად, ექსპორტი აიკრძალა. ასეულობით ტონა გვაქვს საწყობში. 40 თეთრს გვიხდიან კილოგრამში, ან მაგასაც არა. ეს ფასი ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ბანკის ვალები გვაქვს, უკვე გადახდა გვიწევს, მაგრამ ვერ ვიხდით. ერთ თვეში ახალი მოსავალი მოვა და სად უნდა წავიღოთ, თუ ამას ვერ გავყიდით?! ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ფერმერები ასევე მოითხოვენ, რომ ქვეყანაში პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია იყოს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 10 მაისამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქციის მონაწილეებს სიტყვიერად უპასუხეს და განმარტეს, რომ უწყება აგრძელებს მეხორბლე ფერმერებთან კომუნიკაციას. ამ საკითხზე მხარდაჭერა უკვე შეთავაზებულია. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ პურის ფასის ზრდა არ უნდა მოხდეს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს