გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს კვიპროსელი პროფესორი კირიაკოს კოკინოსი ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს კვიპროსელი პროფესორი, ლიდერობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მკვლევარი კირიაკოს კოკინოსი ეწვია, რომელიც 2020-2023 წლებში კვიპროსის კვლევების, ციფრული პოლიტიკისა და ინოვაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა განიხილა ლიდერობა და ინოვაცია არასტაბილურ გარემოში და ისაუბრა თანამედროვე ცხოვრებაში ამ საკითხების მნიშვნელობის შესახებ. საგანგებოდ აღნიშნა უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი და დანიშნულება, როგორც ცოდნის მიღების, ისე ლიდერული უნარების განვითარებაში. ლექცია ინტერაქტიურ ფორმატში მიმდინარეობდა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ და შეეფასებინათ პროფესორის მიერ წარმოდგენილი შემთხვევები.

„საჯარო ლექცია ჩატარდა გრუნისა და სომხეთის ლიდერობის სკოლის ინიციატივით. ღონისძიებაზე საზეიმოდ მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი სასწავლო, შემეცნებითი, კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა.

საჯარო ლექციის დასასრულს სტუმრებმა სასწავლო გარემო და ლაბორატორიები დაათვალიერეს. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება