ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის თავდაცვის ძალების გენერლები და ადმირალები შედიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური/ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კურტის სკაპაროტი ხელმძღვანელობს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, რეგიონში აშშ-ის გაზრდილი ჩართულობის და პირველ ყოვლისა, საქართველოს ნატო-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებას.

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას. ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაზრდისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში გადადგმული ნაბიჯებისთვის, მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, ამერიკელი სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, ქართული თავდაცვის ძალების როლს, ქართველი ჯარისკაცების სიმამაცეს და თავდადებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი, კომიტეტის წევრები - რესან კონცელიძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო ესწრებოდნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ლეისი მონაწილეობდნენ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს