თაზო დათუნაშვილი - 2022 წლის ჯანდაცვის სექტორის დანახარჯი აჩვენებს, რა მასშტაბის კოლაფსი გვაქვს ამ სისტემაში და როგორ ვერ პასუხობს ჩვენს რეალობას ბიუროკრატიული მონსტრი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა

2022-ში ჯამურად დანახარჯებმა 4.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 2.4 მილიარდი პირდაპირ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფული იყო - ეს რიცხვები ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის კოლაფსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში და ის ბიუროკრატიული მონსტრი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, როგორ ვერ პასუხობს ჩვენს რეალობას, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სტატისტიკაში აშკარად ჩანს კორუფციის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნიშნები.

„ღარიბაშვილის და მისი მთავრობის მავნებლობა და არაკომპეტენტურობა, ამჯერად ჯანდაცვის სექტორში - აქამდე, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სოციალური პროექტი იყო და საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, მეტწილად სახელმწიფო ანაზღაურებდა, ხელისუფლების პროპაგანდა ბოლო წლებია ამაში ინტენსიურად გვარწმუნებს. რეალურად კი, 4.7 მილიარდი ლარიდან, რომელიც გასულ წელს ჯანდაცვაში დაიხარჯა, ნახევარზე მეტი, კონკრეტულად კი, 2.4 მილიარდი ლარი მოსახლეობის გადახდილია - ანუ, ის რაც უფასო გვეგონა, თურმე ნახევარზე მეტს, მაინც ჩვენ ვიხდით! ეს არის მონაცემები „გალტ & თაგარტის“ კვლევიდან, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და ჯანდაცვის რეფორმა ბოლო 9 წელიწადში უბრალოდ ტოტალური კრახია და ამ რეფორმით თავის მოწონება საკუთარი მოსახლეობის მოტყუებაა. მსოფლიო დონის, მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევა ამბობს რომ, მიუხედავად საყოველთაო დაზღვევის სისტემის დანერგვისა, საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების 52% მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებზე მოდის. მაგალითისთვის, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი 16%-ს არ აღემატება, ხოლო ჩვენი მსგავსი ქვეყნების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 38%-ია. ეს რიცხვები საშინელ რეალობას აღწერს, გამოდის, რომ საქართველოში ჯამში გაწეული ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტი, მოქალაქეების მიერ, მათი ჯიბიდან გადახდილი ფულია. როგორც უკვე ვთქვი, მაგალითად, 2022-ში ჯამურად დანახარჯებმა 4.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 2.4 მილიარდი პირდაპირ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფული იყო. ეს რიცხვები ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის კოლაფსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში და ის ბიუროკრატიული მონსტრი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, როგორ ვერ პასუხობს ჩვენს რეალობას. აქ აშკარად ჩანს კორუფციის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნიშნები. რეფორმის დაწყებიდან - 2014 წელს და დღემდე, ჯანდაცვის ბიუჯეტი გასამმაგდა და საქართველოს ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი ხარჯია. სამჯერ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ასეთი შედეგი ჯამურად, კორუფციული სქემების, მომპალი ბიუროკრატიის, სრულიად არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო მინისტრების კასკადის და პოპულიზმის შედეგია. ჩვენ დღეს ვიმკით ტიკარაძის, აზარაშვილის და სხვა მსგავსი პოლიტიკური აჩრდილებისათვის ამ სისტემის ხელში ჩაგდების შედეგებს. წარმოუდგენელია მთავრობის მავნებლობისა და არაკომპეტენტურობის ეს მასშტაბი - 4.7 მილიარდიდან 2.4 მილიარდ ლარს პირდაპირ ჩვენი ჯიბიდან იღებენ, როცა დეკლარირებულად საყოველთაო ჯანდაცვა სოციალური პროექტი უნდა ყოფილიყო და მოსახლეობისთვის ყოფა შეემსუბუქებინა!“ - განაცხადა დათუნაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს