უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებისთვის პოტენციალი არ აქვს.
„ამ დროისთვის, რუსეთს არ აქვს არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური პოტენციალი, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევა სცადოს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია სერიოზული თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება და ეს არის პრობლემა, რომელთან გამკლავებაც უკრაინას მოუწევს.
ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს შეაგროვოს რაკეტების გარკვეული მარაგი, რათა უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალოს.